“ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ხელი არ აუღია განზრახვაზე, უკრაინა, მთელი ქვეყანა დაიმორჩილოს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა დამატებითი დაფინანსების შესახებ მოთხოვნა დააკმაყოფილოს. როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა ამ კვირის დასაწყისში, უკვე ახლოს ვართ დაფინანსების ამოწურვასთან და ასევე, თითქმის აღარ გვაქვს დრო. ჩვენ ვიცით, რომ კონგრესში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა მას იმ რესპუბლიკელთა ნაწილი აფერხებს, რომელთაც სურთ უკრაინის მხარდაჭერა საკმაოდ ექსტრემალური სასაზღვრო პოლიტიკის მძევლად აქციონ. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ მზად ვართ ვისაუბროთ საზღვრის პოლიტიკასა და უსაფრთხოების გაუმჯობესების გზებზე. პრეზიდენტმა წარადგინა რეფორმა ადმინისტრაციაში მოსვლის პირველივე დღეებში და წარმოადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საზღვრის დასაცავად ჩაერთვება დამატებით 1 300 აგენტი და ამოქმედდება სხვა საჭირო ინსტრუმენტები. პრეზიდენტ ზელენსკის ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დიდი რისკია, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდეს. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია უკრაინელი ხალხისთვის, ეს დაუშვებელია ევროპისთვის და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის” - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უცხოურ მედიასთან შეხვედრაზე.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *