ვაშინგტონში, ოფიციალური ვიზიტით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი იმყოფება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბრიტანელ კოლეგასთან ერთობლივ ბრიფინგზე, მედიის შეკითხვებს უპასუხა.
“სრულიად ნათელია იმ მხარდაჭერის მასშტაბი, რომელსაც შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკრაინის დასახმარებლად აკეთებენ და გამოხატავენ. შეერთებულმა შტატებმა 70 მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა 110 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მხარდაჭერა გამოყვეს. ასე რომ, როდესაც პასუხისმგებლობის გაზიარებაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ამის მყარი მაგალითია. ამიტომაცაა ახლა გადაუდებლად მნიშვნელოვანი და მკაფიო არჩევანი კონგრესის წინაშე - ან უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია წარუმატებელი აღმოჩნდეს, ან პუტინი შეძლებს დაამტკიცოს ის, რისიც თავად სჯერა, რომ ჩვენთან გამკლავება და ჩვენი დაყოფა მოახერხა”, - განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.
0 კომენტარი