აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს, ნიუ-იორკში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. დაანონსებულია, რომ შეხვედრა Trump Tower-ში გაიმართება.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ შეხვედრა მთხოვა და მას ხვალ დილით შევხვდები", უთხრა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ "სირცხვილია, რაც უკრაინაში ხდება, რადგან ამდენი სიკვდილი და ნგრევა საშინელებაა". მისივე თქმით, მას ისევ სჯერა, რომ "საკმაოდ სწრაფ დროში", ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის "შეთანხმების მიღწევა" შეუძლია. როდესაც მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, თუ როგორ წარმოუდგენია ამ შეთანხმების დეტალები, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არ სურს უპასუხოს, თუ როგორ გამოიყურება ის".
პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა შეკითხვა, დონალდ ტრამპის მოსაზრებით, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ რუსეთის სასარგებლოს ტერიტორიები, რათა ომი დაასრულოს? ყოფილმა პრეზიდენტმა ამ შეკითხვას არ უპასუხა პრესკონფერენციაზე რეპორტიორის კითხვაზე, უნდა დათმოს თუ არა უკრაინამ რუსეთს მიწები ომის დასასრულებლად, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა და თქვა: "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ სიკვდილი და ნგრევა."
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებამდე, რომ უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკი, თეთრ სახლში, ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდა. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 7,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების დამატებით პაკეტს გამოუყოფს.
უკრაინის პრეზიდენტს საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჰქონდა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთანაც. ეს დაძაბულობა კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ზელენსკი ჯო ბაიდენის მშობლიურ შტატს, პენსილვანიას ეწვია. ე.წ. მერყევ შტატში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან "პარტიზანულ საარჩევნო ღონისძიებად" შეფასდა და ითქვა, რომ ის "დემოკრატების დასახმარებლად დაიგეგმა", რაც ავტომატურად ამერიკის არჩევნებში ჩარევას გულისხმობს.
0 კომენტარი