დღეს, 4 ოქტომბერს, იემენის რამდენიმე რეგიონი, მათ შორის დედაქალაქი სანა, აშშ-ს ავიაციამ დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელევიზია ალ მასირამ გაავრცელა, რომელიც ჰუსიტების მთავარ მედიასაშუალებას წარმოადგენს. ინფორმაცია აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს დაუდასტურეს. მათი თქმით, საავიაციო დარტყმების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების საკუთრებაში არსებული იარაღის სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა იყო. 

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტები იემენის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. ისინი ჰამასს სოლიდარობას უცხადებენ და იემენის აკვატორიასთან ახლოს საერთაშორისო გემებზე თავდასხმებს ახორციელებენ, რაც მნიშნველოვნად აზიანებს საერთაშორისო ვაჭრობას. ბევრი გემი სუეცის არხსა და წითელ ზღვას უსაფრთხოების გამო ერიდება.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *