ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, ასევე, კონგრესმენმა სტივ კოენმა და კომისიის სხვა წევრებმა - რიჩარდ ჰადსონმა და მარკ უიზიმ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დაფნა რენდმანთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, აირჩიონ საკუთარი ლიდერები".
"გასული ათწლეულების მანძილზე, ქართველმა ხალხმა აჩვენა მათი მისწრაფება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ საკუთარი ლიდერები, და საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათი ქვეყნისა და მოქალაქეებისადმი არსებულ მოვალეობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს, და [რომელიც] პოლიტიკურ ოპოზიციას დაუშვებს, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და მის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი