თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, 26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაში მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მიიღებს. 
"26 სექტემბერს, პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვდება. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაში მონაწილეობას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც მიიღებს. ლიდერები განიხილავენ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში არსებულ ვითარებას, მათ შორის, უკრაინის სტრატეგიულ გეგმასა და შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ მათ ურყევ ერთგულებას, რომ დგანან უკრაინის გვერდით, სანამ ის ომში არ გაიმარჯვებს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განხცადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *