აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ენმ-ის მიერ ოსების ცეცხლში გახვევის გამო ბოდიში უნდა მოვიხადოთ.
მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მისი აზრით, საქართველოს არ აქვს ბოდიში მოსახდელი იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა.
"ვნახე ეს კომენტარი. არ ვფიქრობ, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. რუსეთს უკანონოდ აქვს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20%", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
0 კომენტარი