ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანი პეკინში ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინის შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეებმა "2023 წლის ნოემბერში, "ვუდსაიდის სამიტზე" პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, სამხედრო კომუნიკაციას, ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასა და რისკებს ეხება, ამასთან, ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხზე".
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, სი ძინპინმა ჯეიკ სალივანთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა პეკინის ერთგულებას "ვაშინგტონთან სტაბილური პარტნიორობის მიზანსა და ერთგულებას". ჯეიკ სალივანმა კი, ჩინეთის პირველ პირს უთხრა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოწოდებულია ურთიერთობები კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მართოს.
ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჯეიკ სალივანი საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარეს, გენერალ ჟან იუქსიამს შეხვდა. გენერალი ჟანი სი ძინპინთან მჭიდროდ დაახლოებულ პირად მიიჩნევა და მეტიც, როგორც ექსპერტები ამბობენ, ის თავდაცვის მინისტრზე უფრო დიდი გავლენებით სარგებლობს.
"თქვენი თხოვნა ჩემთან ამ შეხვედრის ორგანიზების შესახებ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-ის მთავრობა სამხედრო უსაფრთხოებას და ჩვენს შორის სამხედრო ურთიერთობებს", - აღნიშნა ჟანმა სალივანთან შეხვედრისას, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა კი ხაზი გაუსვა ორ მხარეს შორის კონფლიქტის თავიდან აცილების მნიშვნელობას. "მსოფლიო მდგომარეობისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის საჭიროების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა", - თქვა ჯეიკ სალივანმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზესახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ სამხედრო კომუნიკაციების გასაუმჯობესებლად გარკვეულ ზომები განიხილეს.
0 კომენტარი