აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ "აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული რიტორიკითა და მმართველი პარტიის ქმედებებით".
"აშშ ისევ ღრმად შეშფოთებულია ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული რიტორიკით და მმართველი პარტიის ქმედებებით. განცხადებები, რომელიც ოპოზიციის არაკანონიერად ცნობას ეხება, არის ამის მაგალითი. როგორც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვაცხადებთ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ასევე მთავრობის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის გაცხადებულ გეგმასთან წინააღმდეგობაშია და შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის საფუძველს წარმოადგენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტონ კრიტიკოსთა დემონიზება და მოეშვან წინააღმდეგობის სივრცის შემცირებას, ასევე დაუბრუნდნენ დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
0 კომენტარი