აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლზი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა. 

სიტყვით გამოსვლისას, მან გაიხსენა ცხოვრების განვლილი ეტაპები, მათ შორის, როგორ იზრდებოდა „პატარა ქალაქში, სადაც ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ", სამხედრო სამსახურში გატარებულ წლებზე, სკოლაში მასწავლებლად და მოგვიანებით, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელად მუშაობის პერიოდი. მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა მოსწავლეებისა თუ სპორტსმენებისთვის გუნდურობა ესწავლებინა. მისი თქმით, კონგრესში, მინესოტას შტატის წარმომადგენლად არჩევისას კი, "კომპრომისზე წასვლა ისწავლა, თუმცა არა პრინციპების დათმობის ხარჯზე". ხაზი გაუსვა იმ პროგრესსაც, რომელსაც უკვე გუბერნატორობისას მიაღწია, მათ შორის, სკოლებში გადასახადების შემცირებასა და უფასო საკვებზე. 

"მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოები სკოლებში წიგნებს ებრძოდნენ, ჩვენ სკოლებში შიმშილი ავკრძალეთ", - აღნიშნა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას ტიმ უოლზიმ და დასძინა, რომ ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურის შეთავაზება მისთვის "ცხოვრების პატივია". 

საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში ნოემბერში გაიმართება. მას შემდეგ, რაც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა საარჩევნო რბოლიდან მოხსნა, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დასახელდა. 

 

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *