მამაკაცი, რომელმაც პენსილვანიაში ერთი ადამიანი მოკლა და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჭრა, 20 წლის თომას მეთიუ კრუკია. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა მისი ლიკვიდაცია დანაშაულის ადგილზე მოახდინეს. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენელთა თქმით, გამოძიება არ დახურულა და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რაც შეეხება რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. თავის პირველ კომენტარში მან მადლობა გადაუხადა უშიშროების სამსახურს „სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის“.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *