აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) განაცხადა, რომ პენსილვანიის შტატში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი კი დაიჭრა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

FBI-ს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის უცნობი იყო ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფი შეიარაღებული პირის არსებობა და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პირველი სროლის ხმა გაისმა. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მსროლელის ვინაობა უკვე ცნობილია, თუმცა მისი გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. 

რაც შეეხება დონალდ ტრამპის მდგომარეობას, ის მსუბუქად არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

BBC ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულ ყოფილ პრეზიდენტს თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *