შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების შესახებ ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ თვითმფრინავების გადაცემის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს და მიმდინარე ზაფხულს F-16-ები უკვე უკრაინის ცაში იფრენენ. ბაიდენი, შუფი და ფრედრიკსენი ასევე აღნიშნავენ, რომ მზად არიან კიდევ უფრო გააძლიერონ უკრაინის საჰაერო შესაძლებლობები, რაც მოიცავს თანამედროვე მეოთხე თაობის F-16 მრავალფუნქციური თვითმფრინავების ესკადრილიებს.
„ჩვენ, უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიციის თანა-ხელმძღვანელები, ვმუშაობთ უკრაინისთვის ოპერატიული F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებაზე. დანიისა და ჰოლანდიის მთავრობები აშშ-ის მხარდაჭერით უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16-ების გადაცემის პროცესში არიან. ამ F-16-ების გადაცემის პროცესი ახლა მიმდინარეობს და უკრაინის ცაში ისინი უკვე ამ ზაფხულს იფრენენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალების მოწოდება არ შეგვიძლია ოპერატიული უსაფრთხოების მიზეზების გამო.
ჩვენ მადლობელი ვართ ბელგიისა და ნორვეგიის, რომლებმაც აიღეს ვალდებულება, თვითმფრინავების მიწოდების კუთხით, ასევე საჰაერო ძალების შესაძლებლობების კოალიციის სხვა წევრების მხარდაჭერისთვის.
ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო შესაძლებლობები, რაც მოიცავს თანამედროვე მეოთხე თაობის F-16 მრავალფუნქციური თვითმფრინავების ესკადრილიებს. კოალიცია აპირებს მხარი დაუჭიროს მათ მდგრადობასა და შეიარაღებას, ასევე შემდგომ წვრთნებს პილოტების ოპერატიული ეფექტურობის გასაზრდელად.
ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ კოორდინაციას უკრაინის შესაძლებლობის მხარდასაჭერად, დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
0 კომენტარი