ნატო-ს სამიტამდე, აშშ-ის, ჰოლანდიის, გერმანიის, იტალიის, რუმინეთისა და უკრაინის პირველი პირები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაეცემა.
"ჩვენ მზად ვართ მივცეთ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, რადგან ის იცავს თავს რუსეთის მუდმივი აგრესიისგან, მათ შორის რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქებზე და სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ ერთობლივად გადავცემთ უკრაინას დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის აშშ-ს, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ დამატებით „პეტრიოტის“ ბატარეებს; „პეტრიოტის“ კომპონენტებს, რომლებიც შემოწირულია ნიდერლანდებისა და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამატებითი ბატარეების ფუნქციონირება; ასევე იტალიის მიერ შემოწირულ დამატებით SAMP-T სისტემას. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა ხელს შეუწყობს უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვას და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით უკრაინის მთავრობასთან, რათა ეს სისტემები სწრაფად იქნას გამოყენებული. ჩვენ ვმუშაობთ, რათა წელს უკრაინისთვის დამატებითი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა გამოცხადდეს. გარდა ამისა, უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და პარტნიორები აპირებენ უკრაინას მიაწოდონ ათობით ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათ შორის NASAMS, HAWKs, IRIS T-SLM, IRIS T-SLS და Gepard სისტემები. ეს სისტემები კიდევ უფრო გააფართოვებს და გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას. რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის კანადა, ნორვეგია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო, გააგრძელებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ამ სისტემების უზრუნველყოფაში და უკრაინის მრავალი სხვა მხარდამჭერი დაეხმარება გამანადგურებელ-გზაგადამჭრელების უზრუნველყოფაში. ახლა, როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, ჩვენ მადლობელი ვართ 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციისა, რომელიც აგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერას, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის ინიციატივას დაუყონებლივ ჩვენ ასევე მივესალმებით ნატოს მუშაობას, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალისხმევას ნატო-სთან თავსებადი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის არქიტექტურის შემუშავებაში. ჩვენი გზავნილი მოსკოვისა და მსოფლიოსადმი ნათელია: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ძლიერი და ურყევია", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
0 კომენტარი