უკრაინის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის წარმატება არის პუტინის აგრესიაზე საუკეთესო პასუხი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრისას განაცხადა. ბლინკენის თქმით, მიმდინარე სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირს ნატოსთან, ისევე როგორც მის გზას გაწევრიანებისკენ.
„ეს სამიტი კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის კავშირებს ნატოსთან და დააჩქარებს მის გაწევრიანებას ალიანსში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მყარად დგას ფეხზე სამხედრო, ეკონომიკური და დემოკრატიული თვალსაზრისით. უკრაინის, როგორც ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის წარმატება არის საუკეთესო პასუხი პუტინის აგრესიაზე“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანი რამდენიმე დღის წინ კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო უსვამს ხაზს უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობას.
თავის მხრივ, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინის თავდაცვისუნარიანობა კი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
0 კომენტარი