მსოფლიო იცვლება და ჩვენ ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ამის შესახებ ვაშინგტონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, შესაბვალ სიტყვაში ისაუბრა. მისი თქმით, მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და თუ აქამდე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მაქსიმუმი იყო, ახლა ეს მინიმუმი უნდა გახდეს.

„ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსის 75 წლისთავს და ამავე დროს უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჩვენი მომავლისთვის. როგორც იცით, ნატო-ს მთავარი მიზანი არის ომის თავიდან აცილება და მშვიდობის დაცვა, ამისთვის კი საჭიროა დამაჯერებელი შეკავების დემონსტრირება ყოველდღიურად, რათა მსოფლიოს არც ერთ დედაქალაქში არ დარჩეს ადგილი არასწორი გათვლებისთვის ჩვენი თავდაცვისუბნარიანობის შესახებ. მოკავშირეები მიმდინარე სამიტზე ხელს მოაწერენ ახალ შეთანხმებას თავდაცვითი ინდუსტრიის შესახებ, რაც დაგვეხმარება, რომ ჩვენი ინდუსტრია გახდეს უფრო ძლიერი და ინოვაციური. პირველი ელემენტი არის თავდაცვის ხარჯების გაზრდა. 2% აღარ არის მაქსიმუმი, ახლა ეს მინიმუმი უნდა გახდეს. ახლა, როდესაც მსოფლიო იცვლება, ჩვენ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ უნდა მოვახდინოთ მეტი ინვესტირება თავდაცვაში და მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თავდაცვით ინდუსტრიასთან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *