ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ წარდგენილ 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

საუბარია ბიზნესის ჩანაწერების გაყალბებისა და პორნოვარსკვლავის გაჩუმებისთვის ფულის გადახდის საქმეებზე.

ამ გადაწყვეტილებით ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი ექს-პრეზიდენტი, რომელსაც ბრალდება დაუმტკიცდა და სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე განაჩენს 11 ივლისს გამოაცხადებს. ყოფილი პრეზიდენტი ამ დროის განმავლობაში თავისუფალი იქნება.

თავად ტრამპმა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს „სამარცხვინო“ და „გაყალბებული“ უწოდა. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ საქმეზე გავლენა ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა.

ტრამპის ბრალდებას ჯო ბაიდენიც გამოეხმაურა.

„არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რათა დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისთან არ მივუშვათ და ეს საარცევნო ყუთებთან უნდა მოხდეს“, - დაწერა თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *