ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას შეაჩერებს, თუ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.
თუმცა, ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას, რათა მან ტერორიზმისგან თავის დაცვა შეძლოს.
„მე გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი რაფაში შევლენ, მე არ მივაწვდი იარაღს, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა რაფასთან გასამკლავებლად. აშშ გააგრძელებს ისრაელისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, მათ შორის მისი რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, სხვა გადაზიდვები კი შეჩერდება, თუ რაფაჰში დიდო სახმელეთო შეჭრა დაიწყება. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ ისრაელი დაცულია რკინის გუმბათის თვალსაზრისით და დაცულია მათი უნარი, უპასუხონ შეტევებს, მაგრამ უბრალოდ არასწორია და არ ვაპირებთ იარაღისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის მძლავრი ბომბების მიწოდება უკვე შეაჩერა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ ერთ-ერთ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყებოდა, თუმცა წყაროს ვინაობა არ დაუსახელებია.
0 კომენტარი