აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას, მის ნაცვლად კი დემოკრატები კანდიდატად მიშელ ობამას წარადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

როგორც გერმანული გამოცემის წყაროები იუწყებიან, ბაიდენი თავის გადაწყვეტილებას 24 აგვისტოს, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გამოაცხადებს, მიშელ ობამას კანდიდატურა კი უკვე შეყვანილია პოტენციურ კანდიდატთა სიაში, რომელიც საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით იქნა შედგენილი.

„შპიგელი“ წერს, რომ ქალი პრეზიდენტის იდეა ბევრ ამერიკელს მოსწონს.

გერმანელი ჟურნალისტების აზრით, დემოკრატიული პარტიის ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ბაიდენის ასაკია: ამერიკელების ორი მესამედი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის როლის შესრულებისთვის ის ზედმეტად ხნიერია.

ამავე დროს, როგორც გამოკითხვებით ირკვევა, ამერიკელების უმრავლესობას არ სურს შემდეგ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხილვა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *