„ჩვენ ვერ და არ დავუჭერთ მხარს რაფაში დიდ სამხედრო ოპერაციას, თუ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ეფექტური გეგმა არ იარსებებს. ასეთი გეგმა კი ჩვენ ჯერ არ გვინახავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუბრობს. მისი თქმით, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ არსებობს უკეთესი გზები „ჰამასთან“ გასამკლავებლად.

ბლინკენი გუშინ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მათი შეხვედრა იერუსალიმში ორსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ისრაელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიციის და გაერო-ს გაფრთხილების მიუხედავად, რაფაში ოპერაციის განხორციელებას გეგმავს.

ამავე დროს, ბლინკენმა „ჰამასს“ მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელიც ცეხლის შეწყვეტას და მძევლების გათავისუფლებას გამოიწვევს.

„ჩვენ ვერ და არ დავუჭერთ მხარს რაფაში დიდ სამხედრო ოპერაციას, ისეთი ეფექტური გეგმის არარსებობის შემთხვევაში, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას უზრუნველყოფს. ასეთი გეგმა კი ჩვენ ჯერ არ გვინახავს. არსებობს სხვა, უფრო ეფექტური გზები „ჰამასთან“ გასამკლავებლად, რომლებიც არ საჭიროებს დიდ სამხედრო ოპერაციას რაფაში. ამ ეტაპზე ჩვენ მომართულები ვართ, რომ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მძევლებს სახლებში დააბრუნებს. ეს ახლავე უნდა მოხდეს და თუ არ მოხდა, ეს „ჰამასის“ პასუხისმგებლობა იქნება. არსებობს შეთავაზება და მას ხელი დაუყოვნებლივ უნდა მოეწეროს“, - განაცხადა ბლინკენმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *