საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე, სახელმწიფო დეპარტამენტში Globalnews.ge-ს შეკითვაზე პასუხობენ, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ რიტორიკით და ასე ევროკავშირის ასპირანტი სახელმწიფო არ მოქმედებს.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ ესკალაციური რიტორიკითა და ტონით. ასე არ იქცევა ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ საქართველო თავის ევრო-ატლანტიკურ ტარექტორიას შორდება", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ოფისიდან მიღებულ წერილში.
0 კომენტარი