ვაშინგტონი ზომებს მიიღებს, თუ ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერას არ შეწყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პეკინში პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  აშშ-ის პირველი დიპლომატის თქმით, ჩინეთი „ცივი ომის პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას“.

ბლინკენს არ დაუკონკრეტებია, რა ზომების მიღებას აპირებს შეერთებული შტატები.

თუმცა, ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთ სფეროში პროგრესი იქნა მიღწეული და განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია „კონსტრუქციული“ როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთში ირანთან თავისი ახლო კავშირების გამოყენებით, რათა თავიდან იქნას აცილებული თეირანის კონფრონტაცია ისრაელთან.

”ჩინეთი ეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელებაში და ეს ასევე ქმნის მზარდ საფრთხეს ევროპისთვის. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ჩინეთის რამდენიმე სუბიექტის წინააღმდეგ, რომლებიც ამით არიან დაკავებულნი და დღეს მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ თუ ჩინეთი ზომებს არ მიიღებს, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *