ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტში წარდგენილ რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "აღმაშფოთებელია, თუ როგორ თავხედურად ესხმის თავს საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნებასა და მის ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან".
"იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა რომ ასე თავხედურად ესმის თავს საკუთარი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან, აღმაშფოთებელია. ამერიკის შეერთებული შტატები იყო და რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად, რომელიც გასცემს უსაფრთხოების დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარს. ამის საპირისპიროდ, რუსეთმა საქართველოში მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოიტანა. FARA-სთან ან დასავლეთის საგარეო გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომელიც კრემლის დამღლელ რიტორიკას იმეორებს. შეერთებული შტატები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად რჩება. ჩვენ ამ პრინციპების მხარდაჭერას გავაგრძელებთ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადაუხვიოს ამ დესტრუქციული გზიდან", - ნათქვამია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრების, ფედერიკა უილსონისა და სტივ კოენის ერთობლივ წერილში.
0 კომენტარი