აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა, სადაც თავის კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრთან ვანგ ის და სავარაუდოდ პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდება. ბლინკენის ვიზიტი არის უახლესი მაღალი დონის კონტაქტი ვაშინგტონსა და პეკინს შორის. მხარეებმა ბოლო წლებში მცირე პროგრესს მიაღწიეს რამდენიმე მიმართულებით, თჯმცა ტაივანის საკითხი კვლავ დაძაბულობის კერად რჩება, ისევე როგორც ჩინეთის მიერ რუსეთის მხარდაჭერტა უკრაინაში მიმდინარე ომში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოისანმა, რომლის ვინაობას სააგენტო „როიტერსი“ არ ასახელებს, პარასკევს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩინური ფირმების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-სა და ევროპის უსაფრთხოებას აზიანებენ.
კერძოდ, როგორც როიტერსი იუწყება, ვაშინგტონი ჩინეთის ბანკებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.
0 კომენტარი