სახელმწიფო დეპარტმანეტში გამართულ ბრიფინგზე, Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, "სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები სულ უფრო ცხადი და ზუსტი ხდება საქართველოს ხელისუფლების მისამართით, გაქვთ თუ არა პარტნიორებს განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული ინტერესებით მოქმედებს?", სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ "მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ მომხდარიყო სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზება".  
"უცხოური გავლენების შესახებ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ ჩვენი მოსაზრებაა, რომ მსგავსი კანონი მიიღეს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში და გამოიყენეს  იმისთვის, რომ მომხდარიყო სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზება და შევიწროვება. ამიტომ, თუ მიზანი არის მხოლოდ გამჭვირვალობა, მსგავსი კანონის მიღება უადგილოა", - აღნიშნა ვედანტ პატელმა. 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *