სახელმწიფო დეპარტამენტში, სპიკერმა მეთიუ მილერმა, Globalnews.ge-ს შეკითხვაზე პასუხად, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია "ქართული ოცნების" მიერ ხელმეორედ წარდგენილი კანონპროექტის გამო, რადგან ის "დააზიანებს მედია-ორგანიზაციებს, რომლებიც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან".
"ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესონ, ასევე საქართველო ასცდება ევროპულ გზას. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს მედია ორგანზიაციებს, რომლებიც მოქალაქეებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. თუმცა, რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, მე აქ შევჩერდები და არ ვისაუბრებ იმ შედეგებზე, რომლებსაც მოიტანს მისი საბოლოოდ მიღება", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ისაუბრა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ მოსამართლეებზეც და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ზომები "კორუმპირებული ადამიანების წინააღმდეგ".
ის სანქციები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, დაწესებულ იქნა იმ პიროვნებების წინააღმდეგ, რომლებიც დაუსჯელობით სარგებლობენ და ზიანს აყენებენ კანონის უზენაესობას, რის გამოც შერყეული საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიიღოს ზომები კორუმპირებული ადამიანების წინააღმდეგ", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
0 კომენტარი