აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ ისრაელისა და უკრაინის დახმარების პალეტის თაობაზე კონსენსუსი არსებობს და მიმდინარე კვირაში „რაღაცის გაკეთება იქნება შესაძლებელი“ ორივე ქვეყნის დასახმარებლად.
შუმერმა თქვა, რომ საუკეთესო გზა ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევისთვის არის სენატის მიერ დამტკიცებული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის განხილვა და მიღება, რომელიც მოიცავს დახმარებას ორივე ქვეყნისთვის. სენატმა 95 მილიარდი დოლარის პაკეტი თებერვალში მიიღო, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს ის კენჭისყრაზე ჯერ არ გაუტანია.
0 კომენტარი