აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების სახით 138 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ვაშინგტონის აზრით, ეს უზრუნველყოფს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერებას. შეერთებულმა შტატებმა ეს ნაბიჯი სამშაბათს გადადგა და განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა სარაკეტო სისტემების შესანარჩუნებლად.
სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ახლა ეძებენ გზებს, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ 60 მილიარდიანი დახმარების პაკეტი კონგრესში შეჩერებულია.
"უკრაინას გადაუდებელი აუცილებლობა აქვს, გაზარდოს თავისი შესაძლებლობები რუსული სარაკეტო დარტყმებისგან დასაცავად. HAWK-ის ტიპის სისტემების შენარჩუნება გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი ხალხი და კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
0 კომენტარი