აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, მეთიუ მილერი, სოციალურ ქსელ X-ში საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტი "უცხოელი აგენტების შესახებ", საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს ევროპული რელსებიდან გადაახვევინებს და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, წინ წაიწიოს ევროკავშირის მისწრაფებებისკენ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში.
0 კომენტარი