"ქართული ოცნების" მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ თავმჯდომარე დეიმონ უილსონი ეხმაურება. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი არ შეესაბამება საქართველოს ძალისხმევას, შეუერთდეს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებას. „რუსული სტილის "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის ხელახალი შემოღება ქართველი ხალხის მიერ მისი დაგმობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ არის სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობა. ჩვენ ვრჩებით ერთგული ჩვენი პრინციპისა, მხარი დავუჭიროთ „ხალხის უფლებას, თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი ბედი“, - წერს დეიმონ უილსონი.
0 კომენტარი