უკრაინის დახმარების პაკეტი აშშ-ის კონგრესში განსახილველად სამუშაო პროცესის განახლებისთანავე გავა. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი საუბრობს. მისი თქმით, პაკეტში „მნიშვნელოვანი სიახლეები“ იქნება, კერძოდ კი შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება, შესაძლოა, სესხის სახით გაუწიოს, რაც პალატის კონსერვატიული ნაწილის შეშფოთებას შეამსუბუქებს.

ჯონსონმა ასევე ახსენა უკრაინის დახმარების კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, აშშ-ში გაყინული რუსული სუვერენული აქტივების კონფისკაცია განახორციელოს და უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად გადასცეს.

 „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ იყოს კონსენსუსი. ჩვენ ვესაუბრეთ კონგრესის ყველა წევრს და როდესაც შვებულებიდან დავბრუნდებით, ამ საკითხს განსახილველად გავიტანთ. თუმცა, ვფიქრობ, მასში მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება. პრეზიდენტმა ტრამპმაც ისაუბრა სესხის კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ უბრალოდ საგარეო დახმარებას კი არ გავცემთ, არამედ ვქმნით ისეთ ურთიერთობას, რომლის პირობებშიც ისინი ამ თანხას უკან დაგვიბრუნებენ, როდესაც ამის დრო მოვა“, - აცხადებს მაიკ ჯონსონი.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *