ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელის სახელმწიფოებრიობა აღიარონ. ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა მოწოდება ისრაელის მიმართ, რომ უნდა არსებობდეს გეგმა, რომელიც ამ კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს პრინციპით“ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს.
„ახლა დეტალებს არ შევეხები, მაგრამ მე უკვე ვმუშაობ საუდის არაბეთთან და სხვა არაბულ ქვეყნებთან. ისინი მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი. თუმცა, ასევე უნდა არსებობდეს შორსმიმავალი გეგმა, რომელიც ამ კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტამდე მიგვიყვანს”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს არაბულმა სახელმწიფოებმა ისრაელის აღიარების სანაცვლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მოითხოვეს იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, თუმცა მაშინ ისრაელმა ეს წინადადება არ მიიღო.
0 კომენტარი