აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ "კონგრესი საბოლოოდ დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას". მისივე განცხადებით, ამ საკითზე, უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო კომუნიკაციის დროსაც ისაუბრა.
„უკრაინელები ასე მამაცურად იბრძოდნენ და იბრძვიან. საუბრები, რომ ახლა, როდესაც უკრაინელებს საბრძოლო მასალა ეწურებათ, ჩვენ მათ მივატოვებთ, აბსურდულად მიმაჩნია. პირადად მე, ეს არაეთიკურად მიმაჩნია და ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ქვეყანას წარმოვადგენთ. ვაპირებ ვიბრძოლო მანამ, სანამ უკრაინა მისთვის საჭირო საბრძოლო მასალას საკუთარი ტერიტორიების დასაცავად არ მიიღებს", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მეგობარი სახელმწიფოები, რომ უკრაინისთვის იარაღის „ხელოვნური დეფიციტის“ შექმნით, "რუსეთისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობა იზრდება და პუტინი ეგუება იმ ინტენსივობას, რაც ამჟამადაა ფრონტის ხაზზე".
ავდიივკას რეგიონიდან უკრაინული შეიარაღებული ჯარების გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თეთრი სახლი კონგრესის მიერ გაჭიანურებულ დახმარებას მიიჩნევს. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინის სამხედროები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ავდიივკა მას შემდეგ, რაც საბრძოლო მასალების რაციონალურად განაწილებისა და მარაგების შემცირების ფაქტის წინაშე, კონგრესის უმოქმედობის შედეგად აღმოჩნდნენ".
0 კომენტარი