საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გაავრცელა განცხადება რუსი ოპოზიციონერი ლიდერისა და IRI-ს 2022 წლის ჯონ ს. მაკკეინის თავისუფლების ჯილდოს მფლობელის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ეს თავზარდამცემი ამბავი შეხსენებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ცივილიზაციის მტერია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიზანში ამოიღოს და მოკლას მისი პოლიტიკური ოპონენტი“.
„IRI მწუხარებას გამოთქვამს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო და გმობს ბოროტ მოპყრობას, რამაც მისი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. ნავალნი თავისი თანამოქალაქეებისთვის დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩემპიონი გახლდათ. მან ძლიერი ხმა მისცა მათ, ვისაც ის წაართვეს, ისტორია კი, მას დაიმახსოვრებს დაუმორჩილებელ ფიგურას, რომელმაც კრემლის შიგნით არსებული კორუფცია ამხილა. ეს თავზარდამცემი ამბავი შეხსენებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ცივილიზაციის მტერია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს თავისი პოლიტიკური ოპონენტების მიზანში ამოსაღებად და გასანადგურებლად. მოწამვლისა და პატიმრობის მისჯით ის ამჟღავნებს საკუთარ სისუსტესა და ძალაუფლების დაუცველობას. რუსი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრებას, სადაც ისინი საკუთარ ბედს ხელისუფლებისგან დასჯის შიშის გარეშე გააკონტროლებენ. IRI კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარა-მუზა და რუსეთში მყოფი სხვა პოლიტპატიმრები, რომლებიც უსამართლოდ დააპატიმრეს თავიანთი შეხედულებებისა და რწმენის გამო“, - ნათქვამია IRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი