რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ნიკი ჰეილიმ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის "ქება-დიდებისთვის" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
"პუტინმა გააკეთა ეს. სწორედ იმ პუტინმა, რომელსაც დონალდ ტრამპი აქებს და იცავს. ტრამპმა, რომელამ თქვა: „თქვენ ამტკიცებთ, რომ პუტინმა ხალხი მოკლა. მე ეს არ მინახავს. პუტინმა მოკლა მისი პოლიტიკური ოპონენტი და ტრამპს სიტყვაც არ უთქვამს მას შემდეგ, რაც თქვა, რომ წაახალისებდა პუტინს ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ თავდასხმაში. თუმცა, ტრამპმა სოციალურ მედიაში 20-ჯერ გამოაქვეყნა მისი იურიდიული დრამისა და ყალბი გამოკითხვების შესახებ ინფორმაცია", - წერს სოციალურ ქსელში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.
0 კომენტარი