სენატის წევრი რესპუბლიკელები მწვავედ აკრიტიკებენ სპიკერ მაიკ ჯონსონის მცდელობას, უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხი ჩაშალოს. როგორც ამერიკული მედია წერს, "რესპუბლიკელი სენატორები სპიკერ ჯონსონზე ზეწოლას აძლიერებენ, რათა კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატაში განსახილველად მალე გავიდეს".
სპიკერმა ჯონსონმა, დაახლოებით, 20 წუთით ადრე, სანამ სენატორები კანონპროექტის მისაღებად სენატში გადამწყვეტი პროცედურული კენჭისყრისთვის ემზადებოდნენ, განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამი იყო, რომ "სენატორები უნდა დაუბრუნდნენ საზღვრის პოლიტიკის განხილვის საკითხს, რაც მიმდინარე კატასტროფულ ვითარებას დაასრულებს". როგორც ამერიკულ საექსპერტო წრეებში აღნიშნავენ, ეს გახლდათ იშვიათი შემთხვევა, როდესაც კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი, სენატში განსახილველ კანონპროექტზე, სენატის რესპუბლიკელი ლიდერების პოზიციებზე გავლენის მოხდენას შეეცადა. ზოგიერთი რესპუბლიკელის შეფასებით, სპიკერმა "ზღვარის გადაკვეთა".
„ვფიქრობ, ეს ცუდი ფორმა გახლდათ. ტრადიციულად, სპიკერს მსგავსი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა სენატორმა კევინ კრამერმა, რომელიც ერთ-ერთია იმ 22 რესპუბლიკელს შორის, რომელმაც უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საგანგებო კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მისივე განცხადებით, სპიკერმა ჯონსონმა კანონპროექტის კენჭისყრამდე „უპატივცემლობა“ გამოიჩინა სენატის რესპუბლიკელი ლიდერის, მიჩ მაკკონელის მიმართ.
”სპიკერის განცხადება სენატორ მიჩ მაკკონელისა და დანარჩენი რესპუბლიკელების მიმართ პატივისცემის ნაკლებობას გამოხატავდა. ჩვენთვის ეს პარტიული საკითხი არ გახლავთ“, - დასძინა სენატორმა კრამერმა. მისივე თქმით, სპიკერი ცოტათი უნდა „დამშვიდდეს“, რადგან "აცნობიერებს, რომ ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება".
”ეს ყველაფერი აჩვენებს სიმპტომს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს თამაშში საკუთარი თავის შესანარჩუნებლად", - განაცხადა სენატორმა კრამერმა.
სენატში, რესპუბლიკელების ერთ-ერთმა თანაშემწემ აღნიშნა, რომ კანონპროექტმა დამატებით ხუთი რესპუბლიკურის ხმა მას შემდეგ მიიღო, რაც სპიკერმა ჯონსონმა „მისი მოკვლა სცადა“. ერთ-ერთი პირველი სწორედ სენატორი კრამერი გახლდათ, რომელსაც დანარჩენი რესპუბლიკელები, სენატორი მაიკ კრაპო, ჯეიმს რიში, ჯონ ბუზმანი და ჯონ ჰოვენი შეუერთდნენ.
რაც შეეხება სპიკერ ჯონსონის პოზიციას, მისი განცხადებით სენატორების კრიტიკა მისთვის სიურპრიზი არ გახლავთ მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავებების გათვალისწინებით.
”სიურპრიზი არ გახლავთ, რომ ზოგიერთმა სენატორმა, რომელიც მხარს უჭერს საგარეო დახმარების კანონპროექტს, სპიკერის პოზიცია სათანადოდ ვერ შეაფასა, მითუმეტეს, რომ რესპუბლიკელი სენატორების უმცირესობა ქვედა პალატის უმრავლესობას კარნახობს, რა უნდა გააკეთოს, თუმცა როგორც სპიკერმა აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოება ჩვენივე საზღვრის დაცვიდან იწყება. ქვედა პალატა სწორედ საკუთარი დღის წესრიგით გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა სპიკერ ჯონსონის წარმომადგენელმა.
0 კომენტარი