ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი, ახლო აღმოსავლეთში დამატებითი საჰაერო იერიშების მიტანასა და სირიაში, ერაყსა და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ მოქმედებებს გეგმავს.
მისი განცხადებით, იორდანიაში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პასუხის რეალიზება, ჯერ კიდევ პროცესშია.
"პროცესი დაიწყო პარასკევს განხორციელებული საპასუხო იერიშებით, მაგრამ ის არ დამთავრებულა. ჩვენ ვაპირებთ, დამატებით იერიშებსა და მოქმედებებს, რათა მკაფიო გზავნილი მიიღოს ყველამ, რომ ჩვენს სამხედრო ძალებზე თავდასხმებს, ან ადამიანურ მსხვერპლს, შეერთებული შტატები პასუხს გასცემს", აღნიშნა ეროვნული უსაფრთოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა. მისივე განცხადებით, აშშ-ს მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულმა საპასუხო თავდასსხმებმა, ეფექტიანი იყო და მან ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების სამხედრო შესაძლებლობების დასუსტებას შეუწყო ხელი.
შეკითვაზე, გეგმავს თუ არა ვაშინგტონი ირანის საზღვრებს შიგნით იერიშების მიტანას, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ "სამხედრო გადმოსახედიდან, არ ვისაუბრებ, რა გამოვრიცხეთ და რა - არა". მან დასძინა ისიც, რომ ამერიკელებზე თავდასხმაზე ძლიერი პასუხის გაცემასთან ერთად, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო მასშტაბის ომი არ სურს.
ჯეიკ სალივანის ინტერვიუს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი და თეთრი სახლის მრჩეველი გააკრიტიკა. მისი თქმით, ირანთან დაკავშირებით გამორიცხული არაფერია, რაც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს.
"ჩვენ ირანს არ უნდა ვაშოშმინებდეთ", - აღნიშნა სპიკერმა ჯონსონმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციას ირანთან დაკავშირებით მეტი სიმწვავისკენ მოუწოდა.
0 კომენტარი