"დახურულ დიპლომატიურ საუბრებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით", - ასეთია სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი globalnews.ge-ს შეკითხვაზე: "მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მმართველი პარტიის პრემიერთან პირველი შეხვედრები გაიმართა. შეგიძლიათ ამ შეხვედრის დეტალები გაგვიზიაროთ, რა ძირითადი საკითხები განიხილეთ და ასევე, რა იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია შეხვედრისას?"
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ვიცე-პრემიერი ვაშინგტონში გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში იმყოფებოდა.
0 კომენტარი