სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, სპიკერმა ტემი ბრუსმა, საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კერძოდ, GlobalNews.Ge-ს შეკითხვაზე: "გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება ამჟამად ციხეში. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?"
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ შეკითხვას დაუბრუნდება.
"მსურს, რომ ამ კითხვას ვუპასუხო. ჩვენ ამას უკან დავუბრუნდებით და თქვენთვის პასუხი გვექნება", - გვიპასუხა მან.
0 კომენტარი