დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ში წერს და აღნიშნავს, რომ საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა.
"ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ", - წერს პრეზიდენტი ტრამპი.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს სატელეფონო საუბრისას განხილული საკითხების ზუსტად აღწერა დაავალა და შესაბამისი განცხადება "მალე გამოქვეყნდება".
0 კომენტარი