შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია.
შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება. როგორც თეთრი სახლის პრესპიკერის კარენ ჟან პიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის მიზანია “ხაზი გაესვას შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის სასტიკი შეჭრისგან იცავს თავს”.
“როდესაც რუსეთი აძლიერებს თავის სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ, შეხვედრაზე ლიდერების განსახილველი საკითხი, ამ კრიტიკულ მომენტში, უკრაინისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერის სასიცოცხლო მნიშვნელობა იქნება”,-ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 კომენტარი