აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის ხარჯებს, სიამოვნებით შეამცირებდა, "მაგრამ ჩინეთი და რუსეთი გყავს".
"სიამოვნებით შევამცირებდი თავდაცვის ხარჯს, მაგრამ ახლა - არა, რადგან ჩინეთი გყავს, რუსეთი გყავს, ბევრი პრობლემაა. რაც ვთქვი არის ის, რომ ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ბირთვულ რაკეტებზე, ბირთვულ იარაღზე. განადგურების დონე იმის მიღმაა, რისი წარმოდგენაც შეგიძლია. უბრალოდ ცუდია, რომ ყველას უწევს ამდენის ხარჯვა ისეთ რამეზე, რომლის გამოყენებაც, შესაძლოა, მსოფლიოს დასასრული იყოს", - აღნიშნა მან.
0 კომენტარი