აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში შეხვედრა ამ წუთებში დაიწყო. მანამდე კი, უკრაინის პირველი პირი აშშ-ის სენატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა.
"მნიშვნელოვანი ვიზიტია აშშ-ში. ვაშინგტონში აშშ-ს სენატის ორპარტიულ დელეგაციას შევხვდი. ჩვენი დისკუსიის დროს ყურადღება დაეთმო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, რელევანტურ საკანონმდებლო ინიციატივებს, ჩემს შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის ძალისხმევას, ომის დასრულების ჩვენს ხედვას და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას. ვამაყობთ, რომ აშშ-ს მსგავსი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები გვყავს. მადლიერები ვართ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის სამივე წლის განმავლობაში უკრაინის ურყევი ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერისთვის", - დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
26 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის მინერალებზე გარიგების განახლებულ ვერსიაზე შეთანხმდნენ. როგორც დაანონსებულია, თეთრ სახლში სწორედ ამ შეთანხმებას მოეწერება ხელი.
0 კომენტარი