ვაშინგტონში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) მიმდინარეობს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეთანხმებას მალე მოაწერს ხელს. 

"პირველ რიგში, და ეს არის ნაწილი, რისი იგნორირებაც მედიას სურს, ზელენსკი იყო წინა სექტემბერს, რომელმაც თავის "გამარჯვების გეგმის" ფარგლებში გამოვიდა წინადადებით, რომ "მოდით, ერთად პარტნიორები გავხდეთ, თუ აშშ ჩვენთან ინვესტიციას ჩადებს, ჩვენ გვაქვს ალუმინი, ჩვენ გვაქვს გალიუმი, ტრიტიუმი, ჩვენ გვაქვს ყველა ეს იშვიათი მინერალები, რაც თანამედროვე ეკონომიკას სჭირდება". ბევრი მათგანი სრულად განვითარებული არ არის, ინვესტიცია სჭირდება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომლაპარაკებელია და მერე ტრამპი შეთანხმების წინადადებით გამოდის და ჩვენს ფინანსთა მინისტრს კიევამდე გზავნის, რომ გადასცეს ეს და შემდგომ ვიღებთ ამ რიტორიკას მედიაში. მთავარი არის ის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამას იხილავთ ძალიან მალე და ეს კარგია უკრაინისთვის. რა შეიძლება გქონდეს იმაზე უკეთესი, გარდა იმისა, რომ იყო ეკონომიკურ პარტნიორობაში აშშ-სთან ერთად, ეს ერთი. რა შეიძლება გქონდეს უკრაინისთვის უკეთესი, რათა შეწყდეს მკვლელობა, ეს მეორე და იცით რა, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ყველა თქვენგანის - ამერიკელი გადასახადის გადამხდელების - მიმართ, რომ დავიბრუნოთ ასობით მილიარდი დოლარი, რომელიც ამ ომში ჩაიდო, რადგან იცით რა? იცით როგორია ევროპის კონტრიბუცია? ევროპის კონტრიბუცია სესხის სახითაა და მათი გადახდა ხშირად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ინტერესის განაკვეთით ხდება, მაშასადამე, ევროპა იბრუნებს თანხას, მაგრამ ამერიკელი ხალხი - არა? არა მგონია. მაშასადამე, ამ შეთანხმებას ვდებთ, ეს ყველასთვის კარგია," - აღნიშნა მან. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *