ოთხშაბათს აშშ-ის სენატმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ტალსი გაბარდი დაამტკიცა. მის დაქვემდებარებაში აშშ-ის 18 სხვადასხვა სპეცსამსახური იქნება.

გაბარდის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონგრესში აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა ბოლო ხანებში გაბარდის მიმართ რესპუბლიკური პარტის წევრთა სკეპტიციზმმა იკლო.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ შეიქმნა, თუმცა ის რესპუბლიკელთა კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. როგორც Associated Press-ი შენიშნავს, თავად ტრამპი ეჭვით უყურებს ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს.

გაბარდი ეროვნული გვარდიის ვიცე-პოლკოვნიკია და ახლო აღმოსავლეთში ორჯერ მსახურობდა. 2020 წელს ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *