უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კით კელოგი კიევს 11 თებერვლის შემდეგ ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კელოგის გუნდთან ვიზიტის თარიღის შესახებ უკვე შეთანხმდნენ. 

ამასთან, კიევის შემდეგ კელოგი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სხვა ქალაქებსაც ეწვევა, ხოლო 14-16 თებერვალს 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმაზე ისაუბრებს. 

"მოხარული ვარ, გაუწყოთ ჩემი მონაწილეობის შესახებ 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, როგორც უკრაინასა და რუსეთში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. ვისაუბრებ დონალდ ტრამპის გეგმაზე უკრაინაში სისხლიანი და ძვირადღირებული ომის დასრულებისთვის. შევხვდები ამერიკის მოკავშირეებს, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ ჩვენთან ერთად". - წერს კელოგი X-ზე. 

კელოგი, აშშ-ს არმიის ყოფილი გენერალ-ლეიტენანტი, უკრაინასა და რუსეთში სპეციალურ წარმომადგენლად დონალდ ტრამპმა ოფიციალურად 3 თებერვალს დანიშნა. 

ტრამპმა აღნიშნულ თანამდებობაზე კელოგი გასული წლის ნოემბრის დასასრულს წარადგინა. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *