დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი, სტივ კოენი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა განცხადება X-ზე გაავრცელა.

"როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკური პატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ყალბი ბრალდებით. ის არ არის კარგად ციხეში, ხელისუფლებამ მზია ახლავე უნდა გაათავისუფლოს", – წერს სტივ კოენი.

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის. მზია ამაღლობელი მე-17 დღეა ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *