ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანებით, ფედერალური მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DEI) ყველა ოფისი და პროგრამა გაუქმდება და ამ მიმართულებით დასაქმებულ ყველა ფედერალურ თანამშრომელს, ოთხშაბათს, 17:00 საათიდან, ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებენ.
პერსონალის მართვის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი დავალება გაიცა ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომლებმაც უნდა აცნობონ თანამშრომლებს აღნიშნული ცვლილების შესახებ და მიიღონ ზომები, რათა ყველა DEI პროგრამა გაუქმდეს.
პერსონალის მართვის ოფისის მიერ გავრცელებული მემორანდუმის თანახმად, ფედერალური უწყებების ხელმძღვანელებმა 24 იანვრის 17:00 საათამდე უნდა აცნობონ თანამშრომლებს, რომ ისინი ანაზღაურებად შვებულებაში გადიან. ასევე, ხელმძღვანელებს დაევალათ: მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის პროგრამების ყველა მასალის ამოღება; ნებისმიერი მცდელობის გამოვლენა, რომლითაც DEI პროგრამები "დამალვის" ან "შეფუთვის" მიზნით კოდირებული ან არაზუსტი ენით იქნება წარმოდგენილი; 31 იანვრამდე თანამშრომლების შემცირებისთვის შესაბამისი გეგმის შემუშავება.
ტრამპის თქმით, მისი ბრძანება მიზნად ისახავს "რადიკალური და უსარგებლო პროგრამების" დასრულებას, რომლებიც, ფედერალური მთავრობის თითქმის ყველა სფეროში დისკრიმინაციას ახალისებენ.
ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს DEI პროგრამები მნიშვნელოვანი რეფორმების ნაწილად ითვლებოდა.
0 კომენტარი