აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს პლატფორმა X-ზე ეხმიანება და წერს, რომ "ქართული ოცნების" მჩაგვრელი პოლიტიკა ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს: 

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ძალადობას. ეს არის "ქართული ოცნების" მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს", - აცხადებს მეთიუ მილერი. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *