აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პოზიციაზე პოლიტიკური მიმომხილველი და ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილი კონტრიბუტორი, ტემი ბრიუსი წარადგინა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ტემი ბრიუსი ადრევე მიხვდა მისი პოლიტიკური მოძრაობის MAGA-ს (სლოგანი "Make America Great Again") ძალასა და მნიშვნელობას.

"ბრიუსმა ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო და 1990-იან წლებში, როდესაც ლიბერალი აქტივისტი იყო, დაინახა რადიკალი მემარცხენეების ტყუილი და თაღლითობა. შემდეგ კი მალევე გახდა რადიოსა და ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონსერვატიული ხმა", - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ტემი ბრიუსი Fox News-ს 2005 წელს შეუერთდა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2019 წლიდან მას არხის სტრიმინგ პლატფორმაზე საკუთარი გადაცემა Get Tammy Bruce მიჰყავდა.

სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის სენატორი, მარკო რუბიო წარადგინა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *